შალვა რამიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

შალვა რამიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა რამიშვილის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვედზე უკვე გამოქვეყნდა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში რამიშვილის შემოსავალმა დაახლოებით 53 000 ლარი შეადგინა, აქედან 20 600 ლარი მან, როგორც ტელეკომპანია მე-9 არხის წამყვანმა მიიღო, 836 ლარი კი პრეზიდენტის პიარსამსახურის დეპარტამენტის უფროსმა.

32 250 ლარი რამიშვილმა სამეწარმეო საქმიანობიდან, კერძოდ მის მიერ 2011 წლის 30 დეკემბერს დაფუძნებული კომპანიიდან

შპს "შალვა რამიშვილი და კომპანია" მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორის თანამდებობა რამიშვილმა 20 თებერვალს დატოვა, თუმცა 100%-ანი წილი დაიტოვა.

ოჯახის ერთადერთი ავტომანქანა მეუღლის, ხატია ეკიზაშვილის სახელზეა რეგისტრირებული და ის 1999 წელს გამოშვებული toyota rav 4.

საკმაოდ სოლიდურია რამიშვილის საბანკო ანგარიშებიც.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია