თინა ხიდაშელი მამა გაბრიელთან ნათესაურ კავშირზე ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს. ინტერვიუდან ირკვევა, რომ მამა გაბრიელი ხიდაშელის ბიძა და ამასთან, ნათლია იყო. თინა ხიდაშელის თქმით, ის ორმოცი დღის იყო, როდესაც მამა გაბრიელმა მონათლა.
ამავე ინტერვიუში პოლიტიკოსი მამა გაბრიელის ცხოვრებას იხსენებს და ყვება იმის შესახებაც, თუ რა პრობლემები ხვდებოდა ბერს საერო ცხოვრებაში.
ამონარიდი ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"მამა გაბრიელი დედაჩემის ბიძაშვილი იყო და ბიძად მეკუთვნოდა.
ეკლესიაში ბავშვობიდანვე დავდიოდი. როგორც მოგეხსენებათ, მამა გაბრიელს თავისი საკუთარი ტაძარი ჰქონდა, რომელიც თავის ეზოში საკუთარი ხელით ააშენა. იმ პერიოდში ეს ამბავი არცთუ ისე მარტივი იყო. ჩვენ მასთან სახლში დავიდოდით და შესაბამისად, მის პატარა ეკლესიაშიც, რომელიც ეზოში ედგა. მამა გაბრიელს ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემები ჰქონდა, მათ შორის, სამეზობლოშიც. ბავშვობიდანვე, ძალიან მძიმედ მახსოვს, თუ როგორ იდევნებოდა მამა გაბრიელი თავისი ცხოვრების წესის გამო.
ორმოცი დღის ვიყავი, როდესაც მამა გაბრიელმა მომნათლა. ჩვეულებრივი ნათლობა იყო, ალბათ, განსხვავება ის გახლდათ, რომ ნახევრად კონსპირაციული იყო", - იხსენებს თინა ხიდაშელი.