სისხლის გუბეში, უგონო მდგომარეობაში მყოფი თავგატეხილი ბესო ენდელაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში ნაგვის ბუნკერთან იპოვეს. შემთხვევა 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს მოხდა.
დაზარალებული ვარხანის მკვიდრმა აჩიკო გორგოძემ და შემთხვევის ადგილზე მანქანით გავმლელმა ბესო მსხვილიძემ იპოვეს. მათ ენდელაძის შესახებ მის ბიძას, ემზარ ენდელაძეს შეატყობინეს, სასწრაფოში დარეკეს. 16 დეკემბრიდან 47 დღის განმავლობაში ბესო ენდელაძე, თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში იწვა. 2 თებერვალს კი გარდაიცვალა.
ოფიციალური ვერსიით, ენდელაძე ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა. თუმცა, ეს ვერსია დაზარალებულის საავადმყოფოში მიყვანისა და დიაგნოზის დასმისთანავე საეჭვო გახდა. აღმოჩნდა, რომ ენდელაძეს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული. ავტოსაგზაო შემთხვევისას მანქანა ენდელაძეს თავზე რომ არ დაეჯახებოდა, ამაზე საუბრობენ, როგორც ვარხანში, ასევე გარდაცვლილის მშობლიურ სოფელში, ხევაშენშიც.
შემთხვევის შემდეგ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ა.ბ. სოფელში აღარავის უნახავს. ზოგი ამბობს, რომ უკრაინაში გაიქცა, ზოგს სოფელში დაუნახავს. სამაგიეროდ, დაზარალებულის ოჯახს გვერდიდან არ მოსცილებია მისი მამა. სწორედ მან დაფარა ბესო ენდელაძის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის ნაწილიც.
გარდაცვლილის ახლობლები და მეზობლენის თქმით, ა.ბ-ს "ძველბიჭობის" გამო ვითარება ბესო ენდელაძესა და ა.ბ-ს შორის 4 წლის წინ დაძაბულა.
"ა.ბ. მაგარ ბიჭად აცნობდა ყველას თავს, ძველბიჭობა მხოლოდ ბესოსთან არ გასდიოდა და დაუტრაბახია, ერთი ბესო ენდელაძე მეჯიბრება და მაგასაც მივხედავო. კარგად მიხედა, ჩადო მიწაში", - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.მიეცემიან თუ არა პასუხისგებში ა. ბ, რ. დ, ან ზ. დ, გამოძიება გადაწყვეტს, თუმცა, მანამდე კითხვები გამოძიების მისამართით ჩნდება.
იხილეთ ვრცლად