მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო - რას ყვება თვითმხილველი მონაზონი

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო - რას ყვება თვითმხილველი მონაზონი

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ განუცხადა. მისი თქმით, ის პირადად ესწრებოდა საფლავის გახსნას და ნახა, რომ დაუზიანებელი იყო მანტია, რაშიც გახვეული იყო მამა გაბრიელი.

"მე დავესწარი საფლავის გახსნას. მთლიანად ჭილობი, რაშიც მამა გაბრიელი იყო, მთლიანად უხრწნელი იყო. დაუზიანებელი იყო ასევე მისი მანტია, რომელ მანტიაშიც იყო შეხვეული. ასევე მისი ფეხსაცმელი ახალივით იყო. მუხლებამდე დავინახე მისი სხეული, რომელიც უხრწნელი იყო. ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდა", - აღნიშნა მონაზონმა.

მამა გაბრიელის საფლავის გახსნა წუხელ დაიწყეს. ამ წუთებში კი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოველში გააბრძანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია