მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოველშია დასვენებული. მამა გაბრიელის ნეშტი ხის ლუსკუმაშია ჩაბრძანებული და იგი დახურულია. სამთავროს დედათა მონასტრიდან სვეტიცხოველში გადასვენებამდე ფერიცვალების ტაძარში მღვდელმთავრებმა პარაკლისი აღავლინეს, შემდეგ წმინდა ნაწილებიანი ხის ლუსკუმა ერთხელ საკურთხეველში შეაბრძანეს და მსვლელობით სვეტიცხოვლისაკენ წააბრძანეს.
წმინდა ნაწილებიანი ხის ლუსკუმა მეუფე გერასიმეს და ბერებს მოჰქონდათ. მონასტრიდან გამობრძანებულ ღირსი მამის წმინდა ნაწილებს ათასობით მორწმუნე სანთლებით შეხვდა.
სამთავროს დედათა მონასტრიდან სვეტიცხოვლამდე გზის ორივე მხარეს ჯარისკაცების კორდონი იყო გაკეთებული. ლუსკუმის წინ ბაირაღებითა და დროშით ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" წარმომადგენლები მიუძღვებონდნენ. მათ წინ კი ასევე ჯარისკაცების რიგი მოდიოდა.
იხილეთ ირაკლი გედენიძის ფოტორეპორტაჟი მცხეთიდან
