საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 36: 10 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ამ მოგებით 2014 წლის ერთა თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ამასთან, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი "დინამო არენაზე" ანგარიშით 10:7 მოიგო.

დღევანდელ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე.

დღევანდელი მატჩი უკრაინაში დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. სტადიონზე გულშემატკივრებს მიტანილი ჰქონდათ უკრაინის დროშები, ერთიანი საქართველოს რუკა და ბანერი წარწერით "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა". აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეროვნულმა ჰიმნმა ქართველი გულშემატკივრების სტვენის ფონზე ჩაიარა.

ქართველ და რუს მორაგბეებს შორის დღევანდელი მატჩის ჩათვლით 18 შეხვედრა გაიმართა. ჩვენმა მორაგბეებმა 16 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია