მამა გაბრიელმა საქართველოს მომავალი იწინასწარმეტყველა - როგორ იხსენებს საკუთარ მოძღვარს "მონანიების" მთავარი გმირი

მამა გაბრიელმა საქართველოს მომავალი იწინასწარმეტყველა -  როგორ იხსენებს საკუთარ მოძღვარს "მონანიების" მთავარი გმირი

- პირველად მამა გაბრიელი 29 წლის წინ, მის მიერ აგებული ტაძრის საკანში ვნახე. მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. ლოცვანი გვაჩუქა, სადაც ეწერა ბოროტი სულების განსაგდები ლოცვები... თითქოს პირველი საუკუნიდან გადმოსული მოციქული იყო, არავის ჰგავდა, იმდენად განუმეორებელი და დიადი იყო... - - იხსენებს მსახიობი დავით გიორგობიანი...

- როგორი იყო მამა გაბრიელის ყოველდღიური ცხოვრება?

- ყველა უყვარდა, ყველაზე სწუხდა, ყველასთვის ლოცულობდა. ეს იყო სრული ადამიანი, განმღრთობილი და არავის მსგავსი გარშემო მყოფთაგან. ყველაზე აღმატებული და მადლიანი კაცი, რომლის გაგებას წლები დასჭირდება..

- როგორი საქართველო სურდა ენახა?

- მან წინდაწინ უწყოდა მომავალი საქართველოსიც და თითოეული მასთან მისული ადამიანისა. დღედაღამ ცრემლით ლოცულობდა საქართველოსთვის და თვითონ კიდევაც იხილა მისი მომავალი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ანუ გამთლიანებული საქართველო.. ოღონდ ჯერ დაიშლება და როცა იფიქრებენ, რომ აღარსაიდან არის საშველი, მაშინ გვიხსნის უფალი და დაცემულ ერს აღადგენს ძველი დიდებითო. რომ არავინ კაცთაგანმან არ იქადოს და იკვეხნოს, ივერია მე გავაბრწყინეო.

- მასთან მრავალი ადამიანი მიდიოდა ნუგეშის საცემად. თქვენ თუ მისულხართ გაჭირვებაში მყოფი და როგორ დაგეხმარათ მისი სიტყვები?

- მსხვილი ცრემლებით ტიროდა ჩემთვის, იმდენად რომ ცრემლები მიწაზე დაცემისას ხმასაც კი გამოსცემდა. სენაკში შემიყვანა, ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს თქვა, მოვიდა ქვა და დახვდა რკინაო. იმ დღიდან სიმართლის იმ ფორმით გამოხატვას თავი დავანებე. არ შეიძლება სამღვდელოების საჯაროდ განკითხვა და მხილება.

იხილეთ სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია