გერმანიაში მცხოვრები ქართველების სოლიდარობის აქცია - Ambebi.ge გერმანიიდან

გერმანიაში მცხოვრები ქართველების სოლიდარობის აქცია - Ambebi.ge გერმანიიდან

ქართველების ორგანიზებულ აქციას ჰანოვერში მცხოვრები უკრაინელებიც შეუერთდნენ.

საპროტესტო აქციაზე მონაწილეები უკრაინისა და საქართველოს დროშებით მივიდნენ. ქართველმა ემიგრანტებმა კიევში მომხდარი შეტაკებებისას გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

"აქ მცხოვრებმა ქართველებმა გადავწყვიტეთ, რომ ჰანოვერის ცენტრში გაგვემართა აქცია. ჩვენს აქციას აქ მცხოვრები უკრაინელები შემოუერთდნენ", - განუცხადა Ambebi.ge-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, მისი მხრიდან, აქციის ჩატარების სურვილი გერმანიაში არსებულმა ნეიტრალურმა დამოკიდებულებამ გააჩინა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ.

"ცუდია, მაგრამ გერმანიას, ისევე როგორც დანარჩენ ევროპას, ასევე საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, რამაც მიბიძგა აქციის ჩატარებისკენ. ბევრი იმასაც გვეუბნებოდა, რა საჭიროა აქცია, იანუკოვიჩი გადადგა და ტიმოშენკო გამოუშვესო, თუმცა ეს იმის გარანტი არ არის, რომ იგივე სხვა ფორმით და სხვა სახით არ განმეორდება. თან არც ერთი ქვეყანა, მითუმეტეს ისეთი, როგორიც უკრაინა და საქართველო არიან, მოვლენების ასეთი განვითარებისგან დაცული არ არის", - აცხადებს ჰანოვერში მცხოვრები ქართველი.

ჰანოვერის ცენტში გამართულ აქციაზე უკრაინის ჰიმნიც შესრულდა.

"ჩვენი მშვიდობიანი დემონსტრაცია მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის გვერდში დოგმას და გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებისადმი თანაგრძნობ ას. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. უკრაინელი ხალხი იმაზე მეტისთვის აღმოჩნდა მზად, ვიდრე ამას ვინმე ელოდებოდა. ის, რაც ამ ხალხმა დაანახა თავისუფლებისადმი და ღირებულებებისადმი, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ის სისხლი, რომელიც ევრომაიდანზე დაიღვარა, ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს აუცილებლად მოუტანს თავისუფალ და ნათელ ქვეყანას დასავლეთში და არა უკან - ჭაობში", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზურაბ ბაკურაძემ.

გერმანიაში მცხოვრები ქართველები სოლიდარობის აქციას კიდევ გეგმავენ, თუ კი უკრაინელი ხალხის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ხათუნა გაგნიძე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია