ამერიკის დროშიანი ბაბუ მერაბიშვილის მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდა და მოღალატეები უწოდა

ამერიკის დროშიანი ბაბუ მერაბიშვილის მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდა და მოღალატეები უწოდა

ამერიკის დროშიანი ბაბუ, ომარ მაგრაქველიძე საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. მაგრაქველიძემ მათ მოღალატეები უწოდა.

როგორც მან აქციის მონაწილეებს მიმართა, ისინი პუტინის მიერ იმართებიან და სამწუხაროა, ახალგაზრდები ასეთ რამეებს რომ აკეთებენ.

"ესენი არიან მოღალატეები, ეს არის პუტინის აქცია, მოღალატე ბურჯანაძის მხრიდან იმართებიან", - განაცხადა მაგრაქველიძემ.

აქციიდან მაგრაქველიძე პოლიციამ განარიდა.

ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქცია საქალაქო სასამართლოსთან დასრულებულია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა