მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოაბრძანეს

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოაბრძანეს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს. წმინდა ნაწილების გამობრძანებამდე სვეტიცხოვლის ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავარმა ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, წმინდა მამის ნაწილებიან ხის ლუსკუმას სახურავი გადახადეს და შეაბრძანეს საკურთხეველში, შემდეგ კი ტაძრიდან გამოაბრძანეს. გარკვეულ მონაკვეთზე წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმა მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ფეხით ატარეს. პროცესიას წინ ჯარისკაცები მიუძღოდნენ. ტაძრიდან მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მრევლმა გააცილა.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ავტომაქანით გადააბრძანებენ თბილისში. ვარდების მოედნიდან მოხდება ფეხით მსვლელობა სამებამდე. ვარდების მოედანზე, მსვლელობის დაწყებამდე პარაკლისი შესრულდება.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს აღავლენს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია