ვარდების მოედანი ავტოტრანსპორტისთვის გადაიკეტა. მოედანზე შეკრებილია მრევლი, რომელიც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მობრძანებას ელოდება. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და ჯარისკაცები. აქვე იმყოფებიან სასულიერო პირებიც.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან უკვე გამოასვენეს და თბილისისკენ მოემართებიან. ისინი გაივლიან სპორტის სასახლეს, გმირთა მოედანს, ვარაზისხევს, შეჩერდებიან ვარდების მოედანზე და აქედან მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავრებიან.
ამ დროისთვის ვარდების მოედანზე უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.