თელავის თეატრი დახურვის საფრთხის წინაშე

თელავის თეატრი დახურვის საფრთხის წინაშე

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დადგმული სპექტაკლების რაოდენობით საქართველოს 14 თეატრს შორის პირველ ადგილზეა. თეატრში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 7 სპექტაკლი დაიდგა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი შედეგია.

აღნიშნული წარმატების პარალელურად, თელავის თეატრი ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე დგას. დაფინანსების არარსებობის გამო, დასი ახალი სპექტაკლების დადგმას ვერ ახერხებს. მათ ბიუჯეტში არც კომუნალური გადასახადების თანხა რჩება, რომელიც ზამთარში 3000 ლარს შეადგენს. თეატრის მმართველი პაატა გულიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ, თეატრის დახმარების მიზნით, გარკვეული ზომები უნდა მიიღოს.

"ჩვენი ბიუჯეტი არ გაზრდილა. თეატრს წლიურად 180 ათასი ლარი ერიცხება, ამას საშემოსავლო აკლდება და 144 ათასი ლარი გვრჩება, რომელიც მხოლოდ ხელფასებისთვისაა განსაზღვრული. შეხვედრას ვგეგმავ ბატონ ნოდარ ხადურთან. მისი ძალისხმევით, შარშან კულტურის სამინისტრომ 64 ათასი ლარი გამოყო. კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ ჩვენ სუბსიდიაზე ვართ და კანონი არ იძლევა საშუალებას, თეატრს ორმაგი დაფინანსება მისცეს. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიიღოს, დაამატოს კონკრეტული ხარჯი ან ადგილობრივი რესურსიდან რაიმე თანხა გამოიძებნოს. ამ მხრივ, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. მიზეზად თანხის უქონლობას ასახელებენ", - ამბობს გულიაშვილი.

გულიაშვილის თქმით, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ამ დრომდე მან კულტურის მინისტრთან შეხვედრა ვერ მოახერხა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბოლოს გურამ ოდიშარია თელავში იმყოფებოდა, იგი თეატრშიც იყო მიწვეული, სადაც მთელი დასი ელოდა, მაგრამ კულტურის მინისტრმა თეატრში მისვლა ვერ მოახერხა.

"ამ წლის პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროში ჯერ კიდევ გასული წლის 25 დეკემბერს შევიტანე, არც კი განხილულა. ასეთ ვითარებაში სამომავლო გეგმებზე როგორ ვილაპარაკო, თუმცა ბევრ საინტერესოს ვგეგმავ. ხალხი, რომელიც 15-30 ათას ლარს იღებს, მე მიზერული თანხის სანაცვლოდ მთანხმდება, ავთო ვარსიმაშვილი 2500 ლარზე დამთანხმდა, მაგრამ ჯერჯერობით, ეს მცირედიც არ გვაქვს", - აცხადებს თეატრის მმართველი.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია