როგორ გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი, რომ გამოსხივების ზეგავლენა შევამციროთ

როგორ გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი, რომ გამოსხივების ზეგავლენა შევამციროთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა შეისწავლა. კვლევის მიზანს მობილური ტელეფონის გამოსხივებული ელექტრომაგნიტური ენერგიის მავნე გავლენის და დასაშვები ნორმების შესახებ საზოგადოებისთვის რჩევების მიცემა წარმოადგენდა. ასევე, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან თავდაცვის ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

გთავაზობთ gncc-ის რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ მობილურ ტელეფონთან ერთად ისე, რომ მან არ დააზიანოს და საფრთხე არ შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

რაზეა დამოკიდებული მობილური ტელეფონის SAR-ის სიდიდე?

SAR (Specific Absorption Rate) - ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტია. მისი მნიშვნელობა განისაზღვრება მობილური ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლებით (გამოსხივებული სიმძლავრე, ეკრანირება და სხვა). ამავე დროს, SAR-ის სიდიდე დამოკიდებულია ადამიანის თავთან მობილური აპარატის ძირითადი გამომსხივებელი ანტენის სიახლოვეზე. ანტენის კონსტრუქციაზე, ანუ ტელეფონით საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ანტენის განთავსების ადგილი მობილური ტელეფონის კორპუსში.

როგორ უნდა გვეჭიროს მობილური ტელეფონი?

საუბრისას ტელეფონი უნდა გვეჭიროს ისე, რომ ანტენა ხელით არ დავფაროთ. ხელით არ უნდა დავფაროთ კორპუსის (განსაკუთრებით ზედა, იშვიათად, ქვედა) მესამედზე მეტი.

შეერთების დამყარების მომენტში GSM ტელეფონები ჩვეულებრივ მუშაობენ დიდ სიმძლავრეზე, ამიტომ თქვენი ტელეფონიდან გამომავალი ზარის შემთხვევაში,   ყურმილი ყურთან უნდა მიიტანოთ ნომრის აკრეფიდან რამდენიმე წამის შემდეგ (კავშირის დამყარების მომენტი ტელეფონების უმეტესობაზე შეიძლება დაადგინოთ დისპლეის ინდიკაციის მიხედვით).

რომელი ადგილია ყველაზე უსაფრთხო ტელეფონის სატარებლად?

ყველაზე უსაფრთხოა მობილური ტელეფონი ვატაროთ ბარძაყის გარე მხარეზე, მუხლს ზემოთ.

როდის უფრო მეტია მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული სიმძლავრე – საუბრის დროს თუ მონაცემების გადაცემისას (SMS)?

GSM ტექნოლოგიით სარგებლობისას მონაცემების გადაცემის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) რეჟიმში ზემაღალი სიხშირის გამოსხივების ინტენსივობა იზრდება. თუმცა, SMS-ის გაგზავნის შემთხვევაში, როგორც წესი გადაცემის ხანგრძლივობის სიმცირიდან გამომდინარე ზეგავლენაც მცირეა.

არ არის მიზანშეწონილი ლაპარაკი მანქანის სალონიდან, ვინაიდან მანქანიდან საუბრისას მანქანის კორპუსი მნიშვნელოვნად ამცირებს საბაზო სადგურიდან მოსულ ელექტრომაგნიტურ სიმძლავრეს, რაც ზრდის მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივების სიმძლავრეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია