სკანდალური ინტერვიუ გოგონასთან, რომელიც ქუთაისში თეთრ ხიდთან გაშიშვლდა...

სკანდალური ინტერვიუ გოგონასთან, რომელიც ქუთაისში თეთრ ხიდთან გაშიშვლდა...

ორი წლის წინ ტელევიზიებში საინფორმაციო გადაცემები ერთი და იმავე ამბით დაიწყო. ქუთაისელ ფოტოგრაფ რობერტო ქველინის სასტიკად სცემეს. მიზეზი კი თეთრ ხიდზე გადაღებული ფოტოსესია გახლდათ. კონკურსში ''მე და ჩემი ქალაქი'' მონაწილეობის მისაღებად რობერტომ მეგობარი გოგონა შიშვლად გადაიღო. თანაქალაქელებმა სწორედ ეს არ აპატიეს და ახალგაზრდა ხელოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონა, რომელიც მაშინ ფოტოობიექტივის წინ შიშვლად პოზირებდა, სოფია შადრიგინა გახლდათ. სოფია ახალგაზრდა პოეტია. მიუხედავად ასაკისა, რთული ცხოვრებისეული გზა აქვს გავლილი. მისი ერთ-ერთი ლექსი, რომელიც პორნოპოეზიის ჟანრს ეკუთვნის, ''ქარი ხეებს ანგრევს, ქარი დედას იტყ...ს'', სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

- სოფია, შენ შესახებ მოგვიყევი...

- ერთი არაჩვეულებრივი გოგონა ვარ, თბილისელი, უფულო... ხელოვანი ვარ, პოეტად მიცნობენ, მაგრამ ლექსი შეიძლება, წელიწადში ერთხელ დავწერო. ვხატავ, ვწერ, ვცეკვავ. 22 წლის ვარ, ჩემი ოჯახი ორი ბებიისა და ორი შვილისგან შედგება. მშობლები ბავშვობაში გარდამეცვალნენ. ქმარს გაცილებული ვარ. უფროსი გოგონა 5 წლისაა, უმცროსი - 4-ის. 16 წლის მომიტაცა ყოფილმა მეუღლემ. სამი წელი ვცხოვრობდით ერთად. ალბათ ეს უნდა მომხდარიყო, რომ ასეთად ჩამოვყალიბებულიყავი. ქმარს რომ არ გავშორებოდი, დღეს კოჭებამდე შეფუთული ოჯახის ქალი ვიქნებოდი და ასეთადაც მოვკვდებოდი.

- როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ მეუღლესთან?

- მინდა, რომ ვიმეგობროთ, ბავშვები ერთად ვასეირნოთ ან მინიმუმ სატელეფონო კონტაქტი გვქონდეს, რომ ბავშვების საქმეები ერთად გადავწყვიტოთ, მაგრამ ის წმინდა წყლის ''გრუზინული'' ტიპია, ვერ მოვახერხე მასთან მეგობრობა. გაშორების დღის შემდეგ ბავშვები არ უნახავს, არ ვიცი, სად ცხოვრობს და რას აკეთებს. სხვების გადმოცემით ვიცი, რომ დაოჯახდა და ჩემი ორი შვილის გარდა, სამი შვილი ჰყავს. მრავალშვილიანი მამაა.

- სად ცხოვრობდით, როდესაც ერთად იყავით?

- კახეთში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ კახელი ვარ. დედა ლატვიელი მყავდა, მამა – ნახევრად უკრაინელი იყო. ერთი ბებია ბოშა მყავდა, მეორე - კახელი, მესამე - რაჭველი (იცინის). ქართული ყველაზე ცოტა მირევია სისხლიც, ხასიათიც. მშობლების გარდაცვალების გამო დედოფლისწყაროში ბებიასთან გავიზარდე. იქიდან იყო ჩემი ქმარიც. ძალიან ქართული ამბავია ჩემი გათხოვება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ასევე ნახეთ: ქუთაისში შიშველი ფოტოსესიის ავტორი სცემეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია