საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო.
როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას განაცხადა, აღნიშნულის მიუხედავად, "ასეთი გეგმები არ აქვს".
"პარადოქსული წინადადებები იყო, მათ შორის მაღალი თანამდებობების დაკავების შესახებ, მათ შორის ღიადაც და ისე, ლაპარაკებშიც, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ასეთი გეგმები არ მაქვს. მე ვუთხარი მათ, რომ ჩემი გული აქ არის, რადგან ჩვენი ბრძოლა აქ არის, მაგრამ ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს. რჩევითაც და ყველაფრითაც დავეხმარები, მაგრამ მათ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ და მათი გასაკეთებელი საქმეა სწრაფი რეფორმები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ რევოლუციის პერიოდში უკრაინის ოპოზიციონერ ლიდერებთან ტელეფონით ყოველდღე საუბრობდა.