მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - ადვოკატებმა ერთმანეთს დამამცირებელი სიტყვებით მიმართეს

მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - ადვოკატებმა ერთმანეთს დამამცირებელი სიტყვებით მიმართეს

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" ადვოკატებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთმანეთს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ასოციაციის წევრი ნიკოლოზ მჟავანაძე დაუპირისპირდნენ. მათი კამათი ბაჩო ახალაიას ადვოკატის, გოგა ონიანის დაკავების საკითხმა გამოიწვია.

როგორც მჟავანაძემ გადაცემაში აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსახურების დაცვა. მან ხატიაშვილს კარიერის დასრულებაც უწინასწარმეტყველა, რადგან მისი თქმით, ასოციაციის თავმჯდომარემ გოგა ონიანის დაცვით ნამდვილი სახე გამოაჩინა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" ფინანსური დაინტერესება აქვს.

"შენ ხარ პადოშა 2, ნაძირალა, პასუხს მოგთხოვ", - ასე მიმართა კამათისას მჟავანაძემ ხატიაშვილს.

ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა