28 თებერვალს საქველმოქმედო ორგანიზაცია "ადამიანობა ადამიანებისთვის" კლუბ "Night Office" -ში, ნიკოლოზ ხატიაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამოს გამართავს. როგორც "ამბები.გე-ს" ორგანიზაციის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთო გურგენიშვილმა განუცხადა, ღონისძიებაში ქართველი და უცხოელი შოუბიზნესის წარმომადგენლები: "კაბუ", "ტენ–ტენ", დიჯეი –"Human & Dj Tinker", R.G (From AFRICA), da Qtee From NIGERIA მიიღებენ მონაწილეობას.
"ჩვენმა ორგანიზაციამ ამჯერად ყურადღება ნიკუშა ხატიაშვილზე შეაჩერა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი შესაძლებლობები და რესურსები სასიკეთო საქმის კეთებისთვის გამოვიყენოთ. საზოგადოებას მოვუწოდებთ გააქტიურებისა და მხარდაჭერისკენ, რადგან ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ", – განაცხადა გურგენიშვილმა.
ნიკოლოზ ხატიაშვილი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაუზიანდა ხერხემალი და განუვითარდა ქვედა კიდურების პარაპლეგია. მას ჩაუტარდა რამდენიმე მძიმე ოპერაცია და ესაჭიროება რეაბილიტაციის კურსი.
საღამო 28 თებერვალს, 22:00 საათზე გაიმართება, ბილეთის ფასი კი 10 ლარია.
ნათია ლეშკაშელი