სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს , ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხებათ: სამრეწველო დასახლების, საავიაციო ქარხნის II დასახლების, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.