სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა ეკლესიებს აღარ მოხმარდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა ეკლესიებს აღარ მოხმარდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხა ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაციისთვის აღარ დაიხარჯება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირების წესში შესაბამისი ცვლილებები, მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე შევიდა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ადმინისტრირების პროცესში გარკვეული ხარვეზები რჩება, რასაც გამოსწორება სჭირდება. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ადმინისტრირების წესში ცვლილებები თანხის უფრო მიზანმიმართულად ხარჯვას გულისხმობს.

ცვლილებების მიხედვით, პროექტის თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვას. რაც შეეხება ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, მათი დაფინანსება ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია