სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ გლდანის რაიონის ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, გლდანის რაიონში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.