"აქ რომ კამერა იყოს, საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდებოდა" (+4 ფოტოფაქტი)

"აქ რომ კამერა იყოს, საქართველოს ბიუჯეტი გაიზრდებოდა" (+4 ფოტოფაქტი)

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც წესები არ არსებობს. აქ 10 საათზე დაგეგმილი შეხვედრა შეიძლება 12-ზე დაიწყოს, აქ ცარიელი ნაგვის ყუთის ირგვლივ ნაგვის მთებსაც შეამჩნევთ და ნახავთ ქვეითად მოსიარულეებს, რომელთაც ცხვირწინ მიწისზედა (ან მიწისქვედა) გადასასვლელი აქვთ, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის ფასად, წითელ შუქნიშანზე მაინც "მამაცად" გადადიან ხოლმე.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე არსებულმა სიტუაციამ დამარწმუნა, რომ ჩვენს მძღოლებს მუდმივი კონტროლი სჭირდებათ… ჩუბინაშვილის ქუჩიდან კლდიაშვილისკენ ავდივარ, საბჭოს მოედნამდე არ ვარ მისული, გოგი დოლიძის ქუჩის კუთხესთან ვჩერდები. აქ ყველასთვის ხილულ ადგილას საგზაო ნიშანია განთავსებული, რომელიც დოლიძის ქუჩიდან მომავალ ავტომანქანებს მარცხნივ მოხვევას უკრძალავს, თუმცა 10-დან 9 ავტომობილი მარცხნივ უხვევს. ვეჭვობ, იმ მეათეს უბრალოდ მარჯვნივ აქვს საქმე, თორემ ამ წესის დარღვევა არც მისთვის იქნებოდა პრობლემა.

ამ წესის დარღვევას არც სამარშუტო ტაქსები ერიდებიან. ამ საგზაო ნიშანთან ვიდეოთვალთვალი არ ხორცილდება. ერთ-ერთი იმ ქუჩაზე მცხოვრები ღიმილით მეუბნება:"აქ რომ კამერა დაამონტაჟონ, საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება"-ო.

იხილეთ ვიდეო

მაკა ქობალია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია