როგორი ტექსტების წაკითხვა უადვილდებათ ბავშვებს - "საბავშვო კარუსელის" მცირე ექსპერიმენტი

როგორი ტექსტების წაკითხვა უადვილდებათ ბავშვებს - "საბავშვო კარუსელის" მცირე ექსპერიმენტი

რა მოცულობისა და როგორი შრიფტით ნაწერი ტექსტები იზიდავთ ბავშვებს? ამ საკითხით შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" დაინტერესდა და რამდენიმე სკოლის უმცროსკლასელებში მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა.

ბავშვებს სათითაოდ დაურიგეს ჟურნალები და სხვადასხვა გვერდის წაკითხვა სთხოვეს. აღმოჩნდა, რომ პატარებს პირველ რიგში, პატარ-პატარა, დანაწევრებული ტექსტები მოსწონთ. უფრო იზიდავთ წარწერები, რომლებიც ფერად რგოლებში ან ნახატიან ფონებზეა მოცემული.

რაც შეეხება ტექსტის შრიფტს, გაცილებით უადვილდებათ ისეთი წარწერების წაკითხვა, რომლებიც მათ სახელმძღვანელოებში გამოყენებულ შრიფტებს ემთხვევა, ან მათი მსგავსია.

"თანამედროვე ბავშვები წიგნებს ნაკლებად კითხულობენ, ეზარებათ.  ჟურნალს კი შეუძლია თანდათან განუვითაროს ეს ჩვევა ბავშვებს, რადგან პატარ-პატარა ტექსტები მათ მოცულობითაც არ აშინებთ. გვინდა უფრო კარგად გავერკვეთ, როგორი ტექსტები უფრო იზიდავს ამ ასაკის მკითხველს და რისი წაკითხვა უადვილდებათ. ამ დაკვირვების მიზანიც ეს იყო", - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში. 

"საბავშვო კარუსელის" სარედაქციო ჯგუფი დაკვირვების შედეგად მიღებულ დასკვნებს ჟურნალის დაგეგმვისას გამოიყენებს. მსგავს ექსპერიმენტებს რედაქცია მომავალშიც გეგმავს, რათა ჟურნალი ბავშვების გემოვნებასა და შესაძლებლობებს მაქსიმალურად მოარგოს.

რედაქცია ითანამშრომლებს სკოლებთან, რომლებსაც ამგვარი დაკვირვებების მოწყობა თავიანთ კლასებში სურთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია