სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი იწყება

სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი იწყება

საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება. ამ თემაზე დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, იმ პირებსაც, რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.

სერტიფიცირების მიზანია კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება - ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება 29-30 მარტს, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე http://directors.mes.gov.ge.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.

სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესის და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია