ალექსანდრე ჭიკაიძე ემზარ კვიციანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

ალექსანდრე ჭიკაიძე ემზარ კვიციანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ემზარ კვიციანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. "ემზარ კვიციანი რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში. მის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით არის აღძრული საქმე. ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ ამ გამოძიების შედგებს", - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა.

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ის სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ემზარ კვიციანი, რომელმაც რუსეთში დეპორტი მიიღო, საქართველოში ძებნილად იყო გამოცხადებული. მას სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში ედება ბრალი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ