ნიკა მელია: თბილისელობა პრაქტიკულად პროფესიაა

ნიკა მელია: თბილისელობა პრაქტიკულად პროფესიაა

პოლიტიკოსი არ ვარ და არ გპირდებით, რომ ცხარე დებატებში ბეჭებზე დავცემ ჩემს ოპონენტს, თუმცა გპირდებით, თბილისელების პრობლემების მოგვარებას და მათთან სიახლოვეს , - ამის შესახებ თბილისის მერის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკა მელიამ თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.

"არ ვაპირებ, შევეჯიბრო ვინ უფრო ხმამაღლა იყვირებს მოედანზე ან მიკროფონში. ჩემი საქმე იქნება თბილისელებთან სიახლოვე. არა მხოლოდ გაჭირვებულ თბილისელებთან, არამედ – ნებისმიერთან, ვინც ურთიერთობას საჭიროებს. თბილისელობა პრაქტიკულად პროფესიაა, შეიძლება არ დაიბადო, არ გაიზარდო თბილისში, მაგრამ თბილისელად ჩამოყალიბდე. პირიქითაც შეიძლება, თბილისში დაიბადო და არ შედგე თბილისელად. დღეს ბევრია ისეთი, ვინც - თბილისში დადის და თბილისს ვერ პოულობს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა