"მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ"

"მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ"

მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 26 წლის ანი ცინ­ცა­ძე ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის - "შავ­ფა­როს­ნე­ბის" წევ­რი გახ­ლავთ: მძი­მე თუ მსუ­ბუ­ქი იარა­ღით ბრძო­ლა­ში ბი­ჭებს ტოლს არ უდებს. ექ­ს­ტ­რე­მა­ლი გო­გო­ნა სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებ­შიც ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს. ჯგუფ KA2-თან ერ­თად, "ნი­ჭი­ერ­ში" ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ ნომ­რებ­შიც ვი­ხი­ლეთ...

"შავ­ფა­როს­ნე­ბის" მებ­რ­ძოლ დი­ა­სახ­ლისს დარ­ბაზ­ში ვეწ­ვი­ეთ და ვიდ­რე ბი­ჭე­ბი სა­ვარ­ჯი­შოდ მო­ვი­დოდ­ნენ, ვი­სა­უბ­რეთ...

- 21 აპ­რი­ლის­თ­ვის "შავ­ფა­როს­ნე­ბი" რო­მის და­არ­სე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ფეს­ტი­ვალ­ზე - "ნა­ტა­ლი დი რო­მა" მიგ­ვიწ­ვი­ეს. ამ ფეს­ტი­ვალ­ში "შავ­ფა­როს­ნე­ბი" ერ­თხელ უკ­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და დი­დი მო­წო­ნე­ბაც ხვდათ წი­ლად. ჯერ­ჯე­რო­ბით, სპონ­სორს ვე­ძებთ. იმე­დია, გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბით და ჩვენს კულ­ტუ­რას წარ­მო­ვა­ჩენთ. ჯგუფ "ჩვე­ნე­ბუ­რებ­თან" ერ­თად გამ­გ­ზავ­რე­ბას ვგეგ­მავთ - გვინ­და, ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაც წარ­ვად­გი­ნოთ.

- რო­გორც ვი­ცი, წი­ნათ "შავ­ფა­როს­ნებ­ში" მხო­ლოდ ბი­ჭე­ბი იყ­ვ­ნენ. ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში რო­გორ ჩა­ერ­თე?

- საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და, მაგ­რამ მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­ში ჩემ­მა ტრე­ნერ­მა - გო­ჩა თო­ფუ­რი­ამ აღ­ძ­რა. ჩემ­თ­ვის ქარ­თუ­ლი საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, ქარ­თ­ვე­ლი ვარ... სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვერ­თე და დღე­საც აქ­ტი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ. ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე მე­უღ­ლე­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა - ისიც "შავ­ფა­რო­ს­ნე­ბის" წევ­რი გახ­ლავთ.

- ერ­თ­მა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- საქ­მემ დაგ­ვა­კავ­ში­რა: მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ვარ. ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი ერ­თად გვქონ­და. ერ­თ­მა­ნე­თი იქ გა­ვი­ცა­ნით... ჩვე­ნი ქორ­წი­ლიც ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო: რა­ბა­თის ცი­ხე­ში საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­ვ­ლე­ბი გვქონ­და. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ჯერ ვი­ფა­რი­კა­ვე, მე­რე - ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ.

- სხვა დროს ერ­თ­მა­ნეთს შებ­რ­ძო­ლე­ბი­ხართ?

- ძი­რი­თა­დად, ჩე­მი მე­ტო­ქე მე­უღ­ლეა ხოლ­მე - ერ­თად ვიბ­რ­ძ­ვით (ი­ცი­ნის).

- უფრო ხშირად, ვინ იმარ­ჯ­ვებს?

- ერთ-ერ­თი გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, მა­ყუ­რე­ბე­ლი ბავ­შ­ვი მე­უბ­ნე­ბო­და, - მო­უ­გე, ხომ მო­უ­გეო? სიყ­ვა­რუ­ლი იმარ­ჯ­ვებს (ი­ცი­ნის).

- ქალს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის სტა­ტუსს ხომ არ გით­მობს ხოლ­მე?

- ვერ ვიტყ­ვი, რომ მით­მობს. საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ვარ­ჯიშ­ზე მის­ვ­ლის დღი­დან, რა თქმა უნ­და, ბი­ჭე­ბი პა­ტი­ვის­ცე­მით მეპყ­რო­ბი­ან. ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სი­ტუ­ა­ცი­აც შევ­ც­ვა­ლე, მაგ­რამ მეც ისე­ვე ვვარ­ჯი­შობ, რო­გორც ისი­ნი. ბრძო­ლა ბრძო­ლაა!

- ერ­თა­დერ­თი "შავ­ფა­რო­სა­ნი" გო­გო­ნა ხარ?

- პირ­ვე­ლი ქა­ლი ვი­ყა­ვი, ვინც უშუ­ა­ლოდ, ბრძო­ლებ­ში ჩა­ერ­თო. მი­ხა­რია, რომ ინ­ტე­რე­სი სხვა გო­გო­ნებ­საც გა­უჩ­ნ­დათ. გან­სა­კუთ­რე­ბით, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­მოს­ვ­ლე­ბი­სას აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან! ყვე­ლას სურს, ქარ­თულ საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ჩა­ერ­თოს, მაგ­რამ ეს იოლი არ არის. ბევ­რი მო­ვი­და და მა­ლე­ვე წა­ვი­და, თუმ­ცა ახა­ლი აქ­ტი­უ­რი მებ­რ­ძო­ლი ქა­ლიც გვყავს.

- რო­ცა სა­ვარ­ჯი­შოდ პირ­ვე­ლად მიხ­ვე­დი, შენს მონ­დო­მე­ბას ბი­ჭე­ბი ცო­ტა კრი­ტი­კუ­ლად ხომ არ შეხ­ვ­დ­ნენ?

- სხვა­თა შო­რის - არა. ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა და­დე­ბი­თად შეხ­ვ­და. მა­მა­ჩე­მი ყო­ველ­თ­ვის აკ­რი­ტი­კებ­და ჯერ - ჩემს ცეკ­ვას, მე­რე - მსა­ხი­ო­ბო­ბას, საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი მა­საც გა­უ­ხარ­და.

- ბრძო­ლი­სას ტრავ­მე­ბი ხში­რია?

- (და­შა­ვე­ბულ თი­თებს სი­ცი­ლით მიჩ­ვე­ნებს. - ავტ.) პა­ტარ-პა­ტა­რა ტრავ­მე­ბის­გან ბუ­ნებ­რი­ვია, თავს ვერ და­იზღ­ვევ, რო­დე­საც ასეთ საქ­მე­ში ხარ ჩარ­თუ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა არ მი­მი­ღია.

- ბი­ჭე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის­თ­ვის საბ­რ­ძო­ლო ილე­თე­ბი, იარა­ღე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია?

- რა­ღა­ცე­ბი ბი­ჭე­ბის­თ­ვის უფ­რო ად­ვი­ლია. მა­გა­ლი­თად - მძი­მე იარა­ღე­ბით ბრძო­ლა, თუმ­ცა "პლუ­სე­ბი" ქალ­საც აქვს: მი­მაჩ­ნია, რომ ბრძო­ლა­ში ქა­ლი უფ­რო მოქ­ნი­ლია, თუნ­დაც - ფა­რი­კა­ო­ბი­სას. ასე­ვე, მშვილდ-ის­რით ბრძო­ლაც ქა­ლის­თ­ვის უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლია. ისე, კი ყვე­ლა იარა­ღით შე­იძ­ლე­ბა, ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იბ­რ­ძო­ლოს. ერ­თი პე­რი­ო­დი, ძალ­ზე მძი­მე ხმლე­ბი მე­ჭი­რა...

- საერთოდ, ვარ­ჯი­ში­სას ქა­ლე­ბი ფრთხი­ლო­ბენ, რომ სხე­უ­ლი ზედ­მე­ტად არ და­ე­კუნ­თოთ და ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი არ და­კარ­გონ. ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მა­ინც რო­გორ ახერ­ხებ?

- ვცდი­ლობ, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფე­ლად რომ გითხ­რათ, ეს ად­ვი­ლი არ არის: რო­ცა სპე­ცი­ფი­კუ­რად ვარ­ჯი­შობ, ამას თქვენ მი­ერ ნახ­სე­ნე­ბი პრობ­ლე­მა თან სდევს. აქ­ტი­უ­რად ვარ­ჯი­შის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, რომ­ლე­ბიც კუნთს გა­ჭი­მავს, გა­წე­ლავს, სხე­ულს მოქ­ნილს გახ­დის ანუ - კუნ­თებს შეკ­ვ­რი­სა და გაზ­რ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს. ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ძლი­ე­რე­ბი უნ­და ვი­ყოთ და მოქ­ნი­ლი კუნ­თე­ბიც გვქონ­დეს, რომ უსი­ა­მოვ­ნო და­სა­ნა­ხა­ვი არ ვი­ყოთ.

- ყო­ველ­დღე ვარ­ჯი­შობ?

- პი­რა­დად მე - ყო­ველ­დღი­უ­რად, რად­გან მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­შიც ვვარ­ჯი­შობ. საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ვარ­ჯიშს კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ღა­მოს ვუთ­მობ. თი­თო ვარ­ჯი­ში 3 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. ასე­ვე ვცდი­ლობთ, ბუ­ნე­ბა­შიც გა­ვი­დეთ. ახ­ლა თბი­ლი ამინ­დი დად­გე­ბა და იპოდ­რომ­ზე უფ­რო ხში­რად გა­ვალთ - ბუ­ნე­ბა­ში ვარ­ჯი­ში მა­ინც სხვაა...

- რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი?

- ზო­გა­დად ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ანუ ისე ვიკ­ვე­ბო, რომ ვარ­ჯი­შის­თ­ვის ენერ­გია მქონ­დეს: მეტ ბოს­ტ­ნე­ულ­სა და ხილს მი­ვირ­თ­მევ...

- რო­გორც ვი­ცი, ფსი­ქო­ლო­გიც ხარ.

- კი. "ა­და­მი­ან­თა რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის" წევ­რი - ტრე­ნე­რი გახ­ლა­ვართ. ახ­ლაც ერთ-ერთ პრო­ექ­ტ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა სო­ცი­ა­ლურ-ფი­ნან­სურ გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ბრძო­ლი­სას ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სია გეხ­მა­რე­ბა? შე­გიძ­ლია, მე­ტო­ქის ფსი­ქო­ტი­პი "გა­შიფ­რო" და სუს­ტი წერ­ტი­ლი უპო­ვო?

- ალ­ბათ - კი. ამა­ზე არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ რომ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად - ფსი­ქო­ლო­გო­ბა მეხ­მა­რე­ბა. ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გია ყვე­ლა სფე­რო­ში გვეხ­მა­რე­ბა. ისე კი, მე რა საქ­მე­ე­ბი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა (ი­ცი­ნის)...

- ჯგუფ KA2-ში რო­გორ მოხ­ვ­დი?

- ჯგუ­ფი უკ­ვე დი­დი ხა­ნია, მოძ­რა­ო­ბის თე­ატ­რ­თან ერ­თად სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებს აწყობს. 20-მდე სა­ხე­ო­ბის ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სპორტს აერ­თი­ა­ნებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ ტუ­რებს აწყობს. ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მთამ­ს­ვ­ლე­ლი - გი­ორ­გი კო­მა­ხი­ძე გახ­ლავთ... სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებს შე­ნო­ბებ­შიც ვაწყობთ და მის გა­რე­თაც. ყვე­ლა­ფე­რი ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. პირ­ვე­ლი დაშ­ვე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მახ­სოვს: თბი­ლი­სის ზღვა­ზე, მი­ტო­ვე­ბულ, 9-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ ავე­დით და იქი­დან გად­მო­ვეშ­ვით. კე­დელს ფე­ხი პირ­ვე­ლად რომ მი­ვარ­ტყი და ჰა­ერ­ში დავ­ტ­რი­ალ­დი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მა­მახ­სოვ­რ­და. ჩემ გარ­შე­მო მხო­ლოდ ჰა­ე­რი იყო... რაც უფ­რო მეტ ად­რე­ნა­ლინს გა­მოვ­ყოფ, დაშ­ვე­ბა მით უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნოა! ახ­ლაც, რო­ცა ახალ სი­მაღ­ლე­ებს ვიპყ­რობთ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია ხოლ­მე, მა­გა­ლი­თად - რო­ცა "ნი­ჭი­ერ­ში" ან­ძი­დან და­ვეშ­ვით...

- სი­მაღ­ლი­დან დაშ­ვე­ბამ­დე ბევ­რი იფიქ­რე? პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა არ გა­გი­ჭირ­და?

- არ გამ­ჭირ­ვე­ბია, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია - ალ­ბათ, ექ­ს­ტ­რე­მა­ლი ვარ (ი­ცი­ნის). იოლად გავ­რის­კე და ამას არც ვნა­ნობ. ჩემ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რო­ცა სი­მაღ­ლე­ებს ვიპყ­რობთ და ჰა­ერ­ში ცეკ­ვა გვი­წევს. ეს უსაზღ­ვ­როდ სა­სი­ა­მოვ­ნოა!

- სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შ­ვი იქ­ნე­ბო­დი...

- სხვა­თა შო­რის, ცო­ტა პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ მში­შა­რა ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი. ცხო­ვე­ლე­ბის მე­ში­ნო­და. სო­ფელ­ში რომ ჩავ­დი­ო­დი, ვუფ­რ­თხო­დი ძაღ­ლებს, კა­ტებს, ძრო­ხებს... ახ­ლა ყვე­ლას უკ­ვირს: შენ ის არ იყა­ვი, ყვე­ლაფ­რის რომ გე­ში­ნო­დაო?

- რამ გა­გა­მა­მა­ცა? შენ­ზე ზე­გავ­ლე­ნა რამ მო­ახ­დი­ნა?

- არ ვი­ცი. რომ გითხ­რა, დღეს ცხო­ვე­ლებ­თან ვმე­გობ­რობ-მეთ­ქი, მო­გატყუ­ებ (ი­ცი­ნის)... ალ­ბათ, ყო­ვე­ლი ში­შის გა­და­ლახ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნოდ გვაძ­ლი­ე­რებს: გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, წყლის ში­შიც მქონ­და,მაგრამ ჯო­მარ­დო­ბა­ზე წა­ვე­დი და უსაზღ­ვ­როდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი!..

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- უფ­რო­სი და-ძმა მყავს. ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი სპორ­ტით არც ერ­თი არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩე­მი და აქ­ტი­უ­რი ბავ­შ­ვი იყო - მთებ­ზე "ძრო­მი­ა­ლი" უყ­ვარ­და. ოჯა­ხის წევ­რებს ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა მოს­წონთ, მაგ­რამ ხან­და­ხან მე­უბ­ნე­ბი­ან, - რას აკე­თებ? გი­ჟი ხა­რო (ი­ცი­ნის)! მთე­ლი გუ­ლით მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. დე­და­ჩე­მი სა­ჰა­ე­რო შო­უ­ებ­ში ჩე­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნერ­ვი­უ­ლობს, რის გა­მოც ბო­დიშს ვუხ­დი.

- ანი, სხვა რა­მით თუ ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- არა. უბ­რა­ლოდ, "შავ­ფა­როს­ნე­ბი" ცხე­ნოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით. რო­გორც გითხა­რით, ცხო­ვე­ლებ­თან არც ისე ახ­ლო მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. ამი­ტომ ჩემ­თ­ვის ცხენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უკ­ვე ექ­ს­ტ­რი­მია, მით უფ­რო - ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ხმლებ­საც თუ მო­ვიქ­ნევ (ი­ცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია