დღეს შენდობის დღეა

დღეს შენდობის დღეა

დღეს შენდობის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის კვირას, სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წრვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

საეკლესიო სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

ამასთან, კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შენდობის წესს, სავარაუდოდ, 18.00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი თავად განაცხადებს.

შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას მღვდელმთავრები დაესწრებიან.

წელს დიდმარხვა 3 მარტიდან იწყება და 20 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია