ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს

ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში მშვიდობისთვის ილოცებს, - ამის შესახებ უწმინდესმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

"თქვენ იცით, რომ დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და უკრაინას შორის. აღვავლენთ ლოცვებს, რომ უფალმა მშვიდობით განაგოს მათი ურთიერთობა", - აღნიშნა უწმინდესმა.

ეცადეთ, რომ შენდობილები შეხვდეთ დიდმარხვას, - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.

როგორც უწმინდესმა ქადაგებისას ბრძანა, დღეს 18:00 საათზე, საღამოს, შენდობის ლოცვები შესრულდება. "ეცადეთ, რომ შენდობილი შეხვდეთ დიდმარხვას. ეცადეთ, რომ შეუნდობლები არც ერთი არ შეხვდეთ აღდგომას", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა დიდმარხვაზეც ისაუბრა, რომელიც ხვალ იწყება. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მარხვის დროს ძალიან ხშირია განსაცდელი. პატრიარქმა მიმართა ხალხს, არ შეეშინდეთ განსაცდელის, რადგან ღმერთი მოწყალეა და ის დაეხმარება. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვის დროს ძალიან ხშირია განსაცდელი და არ შეგეშინდეთ განსაცდელის. ღმერთი მოწყალეა, ჩვენთან არის და დაგვეხმარება ამ განსაცდელის დროს. ღმერთმა გაგვითენოს აღდგომა სიხარულისა", - ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას უძღვის განსაცდელი და განსაცდელს მოსდევს სიხარული. "სიხარული მოგანიჭოთ უფალმა", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია