ბუბა კიკაბიძე - "უკრაინის შემდეგ ისევ საქართველოს ჯერი დადგება..."

ბუბა კიკაბიძე - "უკრაინის შემდეგ ისევ საქართველოს ჯერი დადგება..."

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე "კვირის პალიტრა" მსახიობ ბუბა კიკაბიძეს ესაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის საპატიო არტისტის წოდება მიანიჭა.

ბუბა კიკაბიძე:

საშინელება ეს ყველაფერი.. მგონია, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს პუტინი და ეს ყველაფერი კატასტროფით დამთავრდება. მსოფლიო აღარ აპატიებს ამდენს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოზე გადატყდება ჯოხი ყველაზე მეტად..

- თქვენ ახლახან უკრაინის სახალხო არტისტის წოდება მიიღეთ...

- უკრაინის საპატიო არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ უკრაინელ ხალხს, მათ ბუნებას. უკრაინელები სხვანაირი ხალხია, მათ არ ჩვევიათ უკან დახევა. შეაკვდებიან ზედ რუსეთს, მაგრამ პუტინი რაღაც ჭუჭყიან ოპერაციას იწყებს და მეშინია, ჭკუაში არ მოატყუოს ესენი და არ გააცუროს. ღმერთმა დაიფაროს მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც ველი. ამ შემთხვევაში მთელ ევროპას მოედება და საქართველოსთვის ხომ იქნება და იქნება ენით აუწერელი რამ. ჩვენ ამ წუთას მიბმულები ვართ უკრაინაზე...

- რუსეთზე რას იტყოდით?

- რუსეთს და პუტინს ვინც ახლა კიდევ მხარს უჭერს და ამას ბედავს, ქუჩაში გამოსვლის უნდა რცხვენოდეს. პუტინმა თხუთმეტი წლის წინ დაიწყო სისაძაგლეების კეთება და კიდევ ბევრს მოასწრებს. ეგ კაცი 21-ე საუკუნის ჭირია მსოფლიოსთვის. თუ მსოფლიო ვერ შეაჩერებს, მთელ მსოფლიოს ძალიან გაუჭირდება მაგის ხელში.

- უკრაინაში რომ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, თქვენ ევრომაიდანზე შეკრებილ ხალხთან მიხვედით და თანადგომა გამოხატეთ, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმოწერით უკრაინის საპატიო არტისტის წოდებით დაჯილდოვდით...

- ყველა ნორმალურმა კაცმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ახლა ჯამრთელობის მხრივ მიჭირს, თორემ აუცილებლად წავიდოდი... უნდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, ახალგაზრდები უნდა ჩავიდნენ... საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ოფიციალურად მხარდაჭერა. ბოლო-ბოლო მიხვდნენ, რომ ასე უნდა იყოს. უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია