პალტოს ტიპის ჟილეტები და ფართოსაყელოიანი პიჯაკები - დიზაინერის რჩევები 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის

პალტოს ტიპის ჟილეტები და ფართოსაყელოიანი პიჯაკები - დიზაინერის რჩევები 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის

დიზაინერი ნინო ბაბუხადია სულ ახლახან დაბრუნდა პარიზიდან, სადაც ქართული მოდის დღეებზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინა. მან უკვე დაასრულა მუშაობა 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, შექმნილია რომანტიკული, ჰაეროვანი და იმავდროულად საქმიანი ქალისთვის. ნინო "რეიტინგის" მკითხველს რჩევებს აძლევს.

- გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის აქტუალური იქნება მწვანე და ლურჯი, ფართო გრადაციით, პრინტები და ზოგადად, ბოტანიკის თემა, მცენარეები, ყვავილები და ა.შ. გაზაფხულზე მოდური იქნება მდგრადი ქსოვილისგან შეკერილი პალტოს სტილის ჟილეტების შემოცმა, შიგნით კი უმჯობესია, თუ თხელი ფაქტურისგან შექმნილ სამოსს მოირგებთ. რაც შეეხება ფორმებს, ზოგადად თავისუფალი სტილია მოდაში, მაგრამ უმჯობესია წელზე მომდგარი და ქვემოთ გაშვებული ზედების ჩაცმა, "კლიოში" ქვედაბოლოები მუხლსქვემოთ სიგრძით, მაგრამ თუ გრძელ ქვედებოლოს აირჩევთ, მაშინ ის უნდა მთავრდებოდეს კოჭის ზემოთ.

- რაც შეეხება პიჯაკებს, რომლებიც გაზაფხულზე ძალიან აქტუალურია.

- ბლუზების მხრივ შეიძლება ითქვას, რომ 30-იანი წლების გავლენა იგრძნობა, ამიტომაც მოდურია მაღალწელიანი შარვლები თუ კაბები და მოკლე, მაგრამ ფართო ზედები. რაც შეეხება პიჯაკებს, ესეც შეიძლება იყოს მოკლე სტილის, ანუ წელზე რომ მთავრდება, ისეთი და ასევე ცოტა გრძელიც, ეს უკვე ადამიანის გემოვნებასა და სხეულზეა დამოკიდებული. რადგან უფრო თავისუფალი სტილის ქვედაბოლოებია მოდური, პიჯაკში უმჯობესია, წელის ხაზი იყოს დაფიქსირებული, საყელო კი გამოირჩეოდეს საინტერესო დეტალებით, უფრო მოცულობითი, ინგლისური საყელოა აქტუალური.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია