"ერისიონი" მოსკოვში, სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება

"ერისიონი" მოსკოვში, სავარაუდოდ, აღარ გაემგზავრება

ანსამბლმა "ერისიონმა" მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი შესაძლოა, გააუქმოს. ამის შესახებ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა "გურია ნიუსს" განუცხადა.

"არ არის კონცერტის ჩატარება გადაწყვეტილი და რომც იყოს, ახლა რაღა დროს ამაზე ლაპარაკია. ჩვენ უნდა გავსულიყავით, ასე იყო ძველად დაგეგმილი, მაგრამ ახლა რაღა დროს ამაზე ლაპარაკია?" - ამბობს ჭკუასელი.

"ერისიონის" კონცერტი 2014 წლის 16 აპრილს კრემლის სახელმწიფო დარბაზში იგეგმება. ორსაათიან შოუში მონაწილეობას ასამდე შემსრულებელი მიიღებს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ფასი 800 რუბლიდან 20 000-მდე მერყეობს.

საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ანსამბლის ხელმძღვანელობა, ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია