ირმა ნადირაშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "ქართული ოცნებიდან" მიგზავნილი 3-4 ნასვამი ადამიანი დაუპირისპირდა

ირმა ნადირაშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "ქართული ოცნებიდან" მიგზავნილი 3-4 ნასვამი ადამიანი დაუპირისპირდა

გარდაბანში, "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციის დაწყებამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს "ქართული ოცნებიდან" მიგზავნილი 3-4 ნასვამი პირი დაუპირისპირდა. მისივე თქმით, ადგილზე არ იმყოფებოდა პოლიცია და იძულებული გახდა, პოლიციაში თავად მისულიყო ადგილზე სამართალდამცველების მისვლისა და სიტუაციის განმუხტვის მოთხოვნით.

ამასთან, როგორც ნადირაშვილი აცხადებს, ორი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა, პოლიციამ გაიყვანა დარბაზიდან, თუმცა მისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი.

"ძალიან სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, "ქართული ოცნება" მსგავსი მეთოდებით და ადამიანების მოგზავნით გვებრძვის", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ინციდენტი ამჟამად ამოწურულია და ღონისძიება გრძელდება. დარბაზთან იმყოფება პატრულის ეკიპაჟიც.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა