ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე საქართველოში ჩამოვიდა

ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე საქართველოში ჩამოვიდა

საქართველოში ცოტა ხნის წინ ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე ჩამოვიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბაშიძეს ჯერჯერობით აეროპორტი არ დაუტოვებია და იგი საბუთებთან დაკავშირებული საკითხების გამო ამ დრომდე აეროპორტშია.

მისი ახლობლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აბაშიძემ კონტროლი გაიარა და აეროპორტიდან გამოვიდა, ტვირთს ელოდებოდა, როდესაც აეროპორტის უშიშროების სამსახურმა ჯერ პასპორტი, შემდეგ კი გაყოლა მოსთხოვა.

ახლობლებისთვის უცნობია, რა პრობლემა შეექმნა გიორგი აბაშიძეს, თუმცა მათი თქმით, დანამდვილებით იციან, რომ მას არანაირი ბრალდება წარდგენილი არ აქვს. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, აბაშიძე დედის საფლავზე უნდა გასულიყო და საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა.

"ინტერპრესნიუსი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს გიორგი აბაშიძის საქართველოში ჩამოსვლა. მათივე თქმით, გიორგი აბაშიძე ძებნილი არ არის და შესაბამისად მისი დაკავება არ განხორციელდება.

გიორგი აბაშიძე დაახლოებით 10 წელია საქართველოში არ ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში ის სამშობლოში პირველად ჩამოვიდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა