გიორგი მარგველაშვილი - არ მგონია, პუტინის ინტერესში სიტუაციის ომამდე მიყვანა იყოს

გიორგი მარგველაშვილი - არ მგონია, პუტინის ინტერესში სიტუაციის ომამდე მიყვანა იყოს

არ მგონია, პუტინის ინტერესში სიტუაციის ომამდე მიყვანა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას აღნიშნა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ჯერჯერობით ყირიმში სიმშვიდეა და იქ ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება, როდესაც რეალურად სამხედროები ერთმანეთის საპირისპიროდ იდგნენ და საბედნიეროდ არაფერი მომხდარა.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს პროცესი ამჯერად ყირიმში არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ იქ სამხედრო დაპირისპირება მოხდება, თუმცა ბუნებრივია უკრაინა ამ ეტაპზე არის ძალიან რთული ვითარების პირისპირ.

მისივე აზრით, არსებული ვითარების დეესკალაციის მექანიზმი რუსეთისთვის ძალიან მკვეთრი გზავნილის გაგზავნაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ცივილიზებულ სამყაროს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა