ირაკლი ალასანია ყველაზე წარმატებულ მინისტრად დასახელდა - გამოკითხვის შედეგები

ირაკლი ალასანია ყველაზე წარმატებულ მინისტრად დასახელდა - გამოკითხვის შედეგები

საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა 2013 წლის 20 ნოემბერს გამოუცხადა. საქართველოს მთავრობა დღეს შემდეგი მინისტრთა კაბინეტით არის დაკომპლექტებული: ირაკლი ალასანია, ხათუნა გოგალაძე, დავით დარახველიძე, კახა კალაძე, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი, გურამ ოდიშარია, მაია ფანჯიკიძე, თამარ სანიკიძე, დავით ნარმანია, შალვა ფიფია, ლევან ყიფიანი,

თეა წულუკიანი, ალექსანდრე ჭიკაიძე, ნოდარ ხადური, გიორგი კვირიკაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, კონსტანტინე სურგულაძე, ალექსი პეტრიაშვილი.

იმის დასადგენად, თუ როგორია მოსახლეობის განწყობა ქვეყნის მთავარი მენეჯერების მიმართ, და ვის მიიჩნევენ მოქალაქეები ქვეყნის ყველაზე წარმატებულ მინისტრად, Ambebi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში, რომელიც 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, საიტის 5275-მა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით, მკითხველი ყველაზე წარმატებულ მინისტრად ირაკლი ალასანიას მიიჩნევს, მან ხმების 24.6% მიიღო.

წარმატებულ მინისტრებში ლიდერობენ დავით სერგეენკო (18,2%) და კახი კალაძე (14,6%).  წარმატებული მინისტრების რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ გამოკითხვის არქივში ამ ბმულზე.

ამ გამოკითხვის პარალელურად Ambebi.ge-ზე მიმდინარეობდა კიდევ ერთი გამოკითხვა, რომელშიც მკითხველი ქვეყნის ყველაზე წარუმატებელ მინისტრს ასახელებდა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით (4634 გამოხმაურება) ხმათა უმრავლესობით, ყველაზე წარუმატებლად ნოდარ ხადური დასახელდა (იხილეთ გამოკითხვის შედეგები).

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა