გეგუთის კოლონიაში ინციდენტის შედეგად პატიმარი გარდაიცვალა

 გეგუთის კოლონიაში ინციდენტის შედეგად პატიმარი გარდაიცვალა

გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, პატიმარი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დაუდასტურა.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ამ წუთებში გეგუთის დაწესებულებაში ინციდენტის დეტალების გადამოწმებას ცდილობენ.

"პატიმარი გარდაცვლილია. ვითარების გადამოწმებას ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ