შტეფან ფულე - საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება შეშფოთების ზრდას ყირიმის გამო, მაგრამ არ დავავიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში

შტეფან ფულე - საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება შეშფოთების ზრდას ყირიმის გამო, მაგრამ არ დავავიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში

ევროკომისარი შტეფან ფულე თბილისში იმყოფება. ფულემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ყველა შემთხვევაში არსებობს ერთი მთავარი გზავნილი – ევროკავშირის მხარადჭერისა საქართველოს მიმართ".

ამასთან, ევროკომისარმა ევროკავშირის სახელით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის პატივისცემისკენ მოუწოდა.

"იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება შეშფოთების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან, მოდით, არ დავავიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში. ეს ასევე შეშფოთების საგანი გახლავთ. საქართველოს ტერტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ რუსეთის მხრივ გამოწვევის საგანი ხდება იმის ჩათვლით, რასაც ჰქვია ბარიერების და სამხედრო დანიშნულების კონსტრუქციების აღმართვა. ეს ხელს უშლის ადამიანების თავისუფლად მოძრაობას და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ აღნიშნულის აქცენტი იმის მიუხედავად, რომ დასავლეთის ყურადღება ახლა გაცილებით სხვა მოვლენებისკენ არის მიმართული. რუსეთთმა აქაც, საქართველოში პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და პატივი მიაგოს მისი მეზობლის სუვერენიტეტს", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

გარდა ამისა, ევროკომისარი დღეს პატრიარქთან შეხვედრასაც გეგმავს.

დღეს ვხვდები საქართველოს პატრიარქს და ევროკავშირის სახელით დავარწმუნებ მას, რომ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია, - განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, შტეფან ფულემ.

"მე დღეს ვხვდები საქართველოს პატრიარქს. მე დავარწმუნებ მას ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია. რასაც მხარს ვუჭერთ, გახლავთ საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები: ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა", - განაცხადა ფულემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა