თბილისში შვილი გარდაცვლილ დედას უსახსრობის გამო ვერ ასაფლავებს

თბილისში შვილი გარდაცვლილ დედას უსახსრობის გამო ვერ ასაფლავებს

მარიამ ღაღანიძე ბევრი ჯილდოს მფლობელი, დამსახურებული მასწავლებელია. შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, ახლაც 208-ე საბავშვო ბაღში ნახევარ განაკვეთზე, 140 ლარიან ხელფასზე მუშაობს და ეს თანხა წამლის საყიდლადაც არ ჰყოფნის. მარიამ ღაღანიძე დიაბეტით არის დაავადებული. მის მეუღლე უმუშევარია და მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, ხშირად დღეში ორჯერაც უწევთ.

დამსახურებული პედაგოგის ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. 15 კვადრატული მეტრის უფანჯრებო ავტოფარეხს მიწის იატაკი და ჩამონგრეული ჭერი აქვს, რის გამოც აქ წვიმისა და ქარისგან თავს ვერ იცავენ. მათ არც შუქი, წყალი, ბუნებრივი აირი და სველი წერტილები აქვთ. სახლში შეშის ღუმელი დგას, მაგრამ შეშის უქონლობის გამო სულ ცივა. მათ საცხოვრებლის სარემონტოდ საქართველოს ბანკიდან 300 ლარი აიღეს, მაგრამ ვერ გადაიხადეს და ახლა 900 ლარი აქვთ გადასახადი.

ქალბატონ მარიამს დედა ცირა მუდიაშვილიც უმძიმესი ავადმყოფი იყო, რომელიც 3 მარტს გარდაიცვალა. მიცვალებულის სახლში მისვენების და ჩასასვენებლის შესაძენი თანხა ოჯახს არ გააჩნია. ღაღანიძეების ოჯახის სახელზე ბანკში ანგარიშია გახსნილი.

ს.ს. თიბისი ბანკი. ანგარიშის ნომერი GE42TB7621136080100002GEL. მიმღები ქველმოქმედთა სახლი "მომავის გზა". (დანიშნულება მარიამ ღაღანიძის ოჯახის დახმარება) ს/კ 205164052.

მოქმედებს საქველმოქმედო ნომერი 0901 500 546. დარეკვა შეუძლიათ მაგთის, ბილაინის და ჯეოსელი აბონენტებს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია