თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის ანძის გარეგანათების გათიშვასთან დაკავშირებით, დღეს, პროკურატურაში თბილისის ხუთი რაიონის გამგებელი დაიბარეს. დღეს, 15:00 საათზე, პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადნენ ისნის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დათო დაღელაშვილი, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი, გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე და დიდუბის გამგებელი ლევან მხეიძე.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ამჟამად თბილისის მერიაში შესულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე სამმართველო, მესამე სამმართველო, მეოთხე სამმართველო, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, მთავარი პროკურატურა და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს.

"ამავდროულად, დღეს, თბილისის ანძის გარეგანათების გათიშვის საერთოდ აბსურდულ საქმეზე უკვე მეორეჯერ დაკითხვაზე არიან დაბარებულები რაიონების გამგებლები", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე შეფასებით, ნათელია, რომ ვითომ გამოძიებისა და შემოწმების მიზანი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა, კვლავ პოლიტიკური ზეწოლისა და ხელების გადაგრეხვის პროცესის გაგრძელებაა.

"მიზანი კი ნათელია, საარჩევო პროცესს ჩამოაშორონ ის ადამიანები, ვინც თავისი პროფესიონალიზმისა თუ გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, არჩევნებისას რეალურ კონკურენტებად აღიქმებიან", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, დაშინების მცდელობის ნაცვლად, თბილისელებისთვის რეალური საქმე აკეთონ და ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა