გამოხმაურება ბერი ანდრიას თემის გარშემო

გამოხმაურება ბერი ანდრიას თემის გარშემო

გუშინ, 4 მარტს, "ამბები.გე"-ზე 17 წლის ტრაგიკულად აღსრულებული ქართველი ბერის ცხოვრების ამბავი გამოქვეყნდა, რამაც მკითხველის მოწონება დაიმსახურა და ინტერესი გამოიწვია. უამრავი ადამიანი კომენტარების გრაფაში თავის გულწრფელ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

"შვილს რომ ბერად აღზრდი დიდი ღვაწლი და ნუგეშია - შეეწიოს მამა ანდრიას ლოცვა პატარა სნეულებს და სრულიად საქართველოს!

დავითი

"ასეთი ცხოვრება ერთეულების ხვედრია. ვითომ მორწმუნე მგონია ჩემი თავი, მაგრამ პირველივე განსაცდელი საშინელ დღეში მაგდებს. ამ ამბავს უცრემლოდ ვერ წაიკითხავ".

ლევანი

"უფლის ღირსეული შვილები! დედას, მე, როგორც დედამ მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ღირსეული შვილის აღზრდისთვის. უფალმა დაგლოცოთ".

ლეილა

"ნამდვილად შემძრა ამ ისტორიამ, გაოგნებული ვკითხულობდი. შეუცნობელია როგორც უფლის ნება, ასევე უკიდეგანოა ადამიანი თვითონ რწმენაში".

დიმიტრი

"ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. უძლიერესი დედა ხართ, საამაყო ბერი ანდრიასი. დღეს საშინელ ხასიათზე ვარ. ვამბობდი, რომ ვერ შევძლებდი პატიებას, მაგრამ ამ სტატიის წაკითხვის მერე ცრემლი წამსკდა და სინანულის გრძნობა გამიჩნდა. ვინ ვარ მე, რომ ვერ შევძლო ქრისტიანულად მოვიქცე. დიდი მადლობა.

მცხეთელი

"უფალმა ნათელში ამყოფოს ბერი ანდრიას სული! ხომ ვერ მომაწვდით ქალბატონი თინას კოორდინატებს? წინასწარ დიდ მადლობას გიხდით".

დიაკვანი ირაკლი

ზოგიერთმა ბერის დედასთან, მილედი (თინათინ) ჩხვიმიანთან დაკავშირების სურვილიც გამოთქვა და "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" რეკვიზიტების გამოქვეყნებაც გვთხოვა.

ვითვალისწინებთ რა, მკითხველის მოთხოვნას, გთავაზობთ, მილედი (თინათინ) ჩხვიმიანის ტელეფონის ნომერს: 591 818813 და ასევე ფონდის რეკვიზიტებს:

საბანკო კოდი: TBC BGE 22.

მიმღების დასახელება - ბერი ანდრიას სახელობის ფონდი.

ანგარიშსწორების ანგარიში - GE 73 TB 71 7153 6080 1000 02.

09 01 500 535 ყველა მობილური ქსელის აბონენტებისთვის.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია