თბილისის მერიამ საღი ფიჭვების ჭრა დაიწყო - მორიგი "ეკო-სკანდალი" მერიის ირგვლივ (+ ფოტოფაქტი)

 თბილისის მერიამ საღი ფიჭვების ჭრა დაიწყო - მორიგი "ეკო-სკანდალი" მერიის ირგვლივ (+ ფოტოფაქტი)

თბილისში, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქუჩის 22 ნომერში, ძველი ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მერიის თანამშრომლებმა საღი ფიჭვების ჭრა დაიწყეს. ამჟამად უკვე 30 ხე არის მოჭრილი.

როგორც Ambebi.ge-ს მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" ლიდერმა, ნატა ფერაძემ აცნობა, თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ გაცემულია ნებართვა 70 ხის მოჭრაზე და 3 ხის გადარგვაზე, მოჭრილი ხეების ადგილას კი სავარაუდოდ, ინვესტორი თურქული კომპანია 30-40 სართულიანი 2 კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

"ამჟამად მოვახერხეთ ღობეზე გადაძრომა და ხელში ჩავიგდეთ მანქანის გასაღები, რომელიც სრულიად საღ, ჯანმრთელ ხეებს ჭრის და ასე შევძელით შეჩერება. გარდა ამისა, არ არის გაკრული სპეციალური ბანერი, რომელზეც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია მშენებლობის შესახებ, რაც სერიოზული კანონდარღვევაა მერიის მხრიდან. გარდა ამისა, ხელთ გვაქვს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 28 თებერვალს გაცემული ნებართვის დოკუმენტი, რომელსაც ხელს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი ქორქაშვილი აწერს" - განაცხადა ნატა ფერაძემ.

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, რა სახის მშენებლობა იგეგმება ფანჯიკიძის ქუჩაზე და გაიცა თუ არა კანონის დაცვით ხეების მოჭრის ბრძანება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ.

როგორც ქ.თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეა შათირიშვილმა გვაცნობა, კერძო კომპანია აპირებს ფანჯიკიძის ქუჩაზე ორი კორპუსის მშენებლობას. ხოლო რაც შეეხება ხეების მოჭრას, კომპანიას უკვე აქვს გადახდილი კანონით დადგენილი აღდგენითი ღირებულების გადასახადი.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია