დავით უსუფაშვილი - ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი

დავით უსუფაშვილი - ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი

დღეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ამ პარლამენტის კედლებში და ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო სესიაზე, უკრაინის თემაზე მსჯელობის დასასრულს განაცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე მსჯელობისას უკრაინაზე ლაპარაკის ნაცვლად 90% სხვა რამეს დაეთმო.

"გთხოვთ ყველას, ერთი წუთით შევხედოთ საკუთარ თავს რიგითი უკრაინელი მოქალაქის გადმოსახედიდან. წარმოიდგინეთ, გვისმენდა რიგითი უკრაინელი, რომელსაც ვეუბნებით, რომ ორი თუ სამი დღეა ჩვენ ვცდილობთ, ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლითაც დაგეხმარებით. თუმცა, შემდეგ ნახა ეს ყველაფერი და მოისმინა. არ ჭირდება ბევრი ფიქრი, თუ რა ხასიათზე დადგება ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ამას უყურებდა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, უმრავლესობა ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, რომ ამის თავიდან აცილება მომხდარიყო. "ვცდილობდით, თუ რაიმე სათქმელი, საკამათო, შესათანხმებელი იყო, ეს ყოფილიყო მუშა რეჟიმში და აქ გველაპარაკა უკრაინაზე, უკრაინელებზე, უკრაინისთვის დახმარებაზე. საბოლოოდ გამოგვივიდა ის, რომ 90% პროცენტი დროის და ენერგიის დავხარჯეთ იმაზე - შენ ასე თქვი და ვინ სწორია და ვინ მტყუანიაო", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა