ვინ არ "იშრომა და იომა" 2008 წლის ომში - გოგა ხაჩიძე "ნაციონალებში" ომის დროს გაქცეულებს ეძებს

ვინ არ "იშრომა და იომა" 2008 წლის ომში - გოგა ხაჩიძე "ნაციონალებში" ომის დროს გაქცეულებს ეძებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების დასახელებას სთხოვს " რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქვეყნიდან გარბოდნენ.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ბესელიას და უმრავლესობის წარმომადგენლებს სთხოვა" ჭორიკნობას თავი დაანებონ და კონკრეტული სახელები დაასახელონ.

"ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს" ვინ დატოვა 2008 წელს ომის დროს საქართველოს ტერიტორია; ვინ მიატოვა თავისი პასუხისმგებლობა" არ იშრომა და არ იომა. "ქართული ოცნების" მიერ მსგავსი ჭორაობა და რიტორიკა უნდა დასრულდეს. პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას" რომ თითოეულ ასეთ დასახელებულ ადამიანზე მოვიპოვებ ინფორმაციას" – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ხაჩიძის შეკითხვის საპასუხოდ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა: თუ ხაჩიძეს არ ახსოვს, შეუძლია ინფორმაციები ამოიღოს, რადგან ის საჯაროა. თუ კიდევ უნდა ამაში დახმარება, მაშინ მე შემიძლია კონკრეტული გვარ–სახელები შევახსენო . სია საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავია. ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც იმ პერიოდში არ დაუტოვებიათ საქართველო. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა", - აცხადებს ეკა ბესელია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა