საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მძღოლ ქალბატონებს პატრულის თანამშრომლების მეშვეობით, 8 მარტს ულოცავს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს, რომლებსაც ქალები მართავენ, დილიდან აჩერებენ. საბუთების წარდგენის შემდეგ, პატრულები ქალებს ყვავილებს ჩუქნიან და ალექსანდრე ჭიკაიძისა და სამინისტროს სახელით, ქალთა დღეს ულოცავენ.
