ღურტაში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ღურტაში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, დაპირისპირების შედეგად დაკავებულები არ არიან.

"პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ყველაფერს გამოძიება დაადგენს", - განმარტეს უწყებაში.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცეს, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ადგილობრივებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად მთავრობას იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ, საპარტულო პოლიციის ჩარევის შედეგად გზა გახსეს და მთავრობის წევრებს ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ