დაშავებული ფეხბურთელები და 10-მდე დაკავებული - "ტორპედოსა" და "დინამოს" ჩხუბით დასრულებული მატჩის დეტალები

დაშავებული ფეხბურთელები და 10-მდე დაკავებული - "ტორპედოსა" და "დინამოს" ჩხუბით დასრულებული მატჩის დეტალები

"ტორპედო"-"დინამოს" თამაშზე მომხდარი ჩხუბის გამო 10-მდე ადამიანი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და "თბილისის დინამოს" შორის ჩაიშალა.

მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც "დინამო თბილისი" სტუმრად ქუთაისის "ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა, ინციდენტი მოხდა.

ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თამაში ჩაშლილად გამოცხადდა.

"დინამო თბილისის" მოთამაშეებმა ქუთაისი საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით დატოვეს. სტადიონზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაშავებულია "დინამო თბილისის" ხუთამდე ფეხბურთელი, ასევე, დაშავდნენ "დინამოს" ფანკლუბ "გლადიოტორების" წევრები, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ფანკლუბის წევრებმა ქუთაისი საპატრულო ეკოპაჟის დახმარებით უკვე დატოვეს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ქუთაისის "ტორპედოსა" და "თბილისის დინამოს" მატჩი ჩხუბით დასრულდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ