სამართლადამცველებმა ზუგდიდში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისთვის" ხელმძღვანელი ლალი ანთია დააკავეს.
შს სამინისტროს წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე კომენტარი არ გაუკეთებიათ დაკავებულის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ამ დრომდე უცნობია ანთიას დაკავების მიზეზი.
ლალი ანთია ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიზო სართანიას დედაა.