"აუტო ბილდის" მხარდაჭერით, რუსთავის ავტოდრომზე ქალების ავტოშეჯიბრი გაიმართა

"აუტო ბილდის" მხარდაჭერით, რუსთავის ავტოდრომზე ქალების ავტოშეჯიბრი გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღე ცნობილი ქალბატონების ავტოშეჯიბრით აღინიშნა. ავტოშეჯიბრი ვისოლის", რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით და ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოს" მხარდაჭერით გაიმართა.

რუსთავის ავტოდრომზე ერთმანეთს ცნობილი ქალბატონები ფიგურულ სლალომში შეეჯიბრნენ. შეჯიბრი ორი ეტაპისგან შედგებოდა, პირველ ნაწილში მონაწილეებს ფიგურულ სლალომში გზის მონაკვეთი უმოკლეს დროში უნდა გაევლოთ, ხოლო მეორე ნაწილი - ყვავილის ფორმის ფიგურის გავლას ითვალისწინებდა, სადაც მონაწილეებს პომადის წასმა უნდა მოეხერხებინათ. შეჯიბრში მონაწილე ქალბატონებმა ორივე ეტაპი წარმატებით გაიარეს.

"ვისოლ ჯგუფის" სახელით გვინდა ქალბატონებს "ქალთა საერთაშორისო დღე" მივულოცოთ და დღესასწაულად ვუქციოთ ურთიერთობა ავტოგასამართ სადგურების ქსელ "ვისოლთან", რადგან დღეს მათთვის უამრავი საჩუქარი და სპეციალური შეთავაზება გვაქვს. ავტოშეჯიბრით კი გვსურს საზოგადოებას პროფესიონალი ქალი მძღოლების ტურნირი ვაჩვენოთ", - განაცხადა "ვისულ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა.

რუსთვის ავტოდრომზე შეკრებილებს ჟურნალ "აუტო ბილდის" უახლესი ნომრები დაურიგდათ.

"ჟურნალ აუტო ბილდს, კომპანია "ვისოლთან" და რუსთავის ავტოდრომთან ძალიან კარგი, პარტნიორული ურთიერთობა აქვს. დღეს ჩვენი ჟურნალი მხარს ჭერს შეჯიბრს, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის იმართება", - განაცხადა ჟურნალ" აუტო ბლიდის" მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა წიკლაურმა.

შეჯიბრის ბოლოს დაჯილდოვება გაიმართა. ტურნირის ყველა მონაწილეს "ვისოლ ჯგუფისა" და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომისგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულებს კი საჩუქრად" ვისოლის" უმაღლესი ხარისხის საწვავი ერგოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია