სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის ოთხი რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ს.ს. "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა საბურთალოს, დიდუბის, ისნისა და სამგორის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე გავრცელდება.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის მე-6, მე-10, მე-11 და მე-12 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის მე-4 კილომეტრის მცხოვრებლებს შეეხებათ, ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება, თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა მეველეს ჩიხის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს შეეხებათ.
სამგორის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ნაკადულის, ოცხელის, ქაიროს, ბაბუციძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.