როდემდე გაგრძელდება წვიმა საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება წვიმა საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში წვიმიანი და ცვალებადი ამინდი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იწვიმებს.

მაღალმთაში ღამით მოთოვს; კერძოდ, მესტიაში, გუდაურში, ახალქალაქში, წალკასა და ბაკურიანში.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს დღის ბოლოს ქარია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისში. წვიმიანი და ქარიანი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში 14 მარტამდე შენარჩუნდება. თბილისში ხვალ ქარი შედარებით გაძლიერდება და 20-25 მეტრი წამშიც იქნება.

14 მარტამდე, წვიმიანი ამინდი დასავლეთ საქართველოშიც შენარჩუნდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ღამით 2-7 გრადუსი იქნება; დღისით კი 5-10 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით 1-6, ხოლო დღისით 8-13 გრადუსი იქნება.

14 მარტიდან 17 მარტამდე საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსამდეც აიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 15 გრადუსამდე იქნება.

17 მარტის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი ისევ შეიცვლება და იწვიმებს.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია